საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების X საერთაშორისო კონგრესი

20-21 ოქტომბერს ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოება და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის ირანისტიკის კათედრა გამართავენ ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების X საერთაშორისო კონგრესს.

 

კონგრესის მხარდამჭერები არიან: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი.

 

კონგრესი ჰიბრიდულ რეჟიმში იმუშავებს. გაიმართება ორი წიგნის პრეზენტაცია: 1. მოჰსენ ბაჰრამნეჟადი (ყაზვინი) წარმოადგენს წიგნს „ქართველი სპასალარის, როსტომ ხანის ისტორია“, 2. მანდანა თიშეიარი (თეირანი) კი – „ქართული მოთხრობების“ სპარსულ თარგმანს.

 

დამატებითი ინფორმაცია იხ. კონგრესის პროგრამაში.

 

თარიღი: 17/10/2022